გია ვოლსკი - გიდასტურებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძეც განიხილება

30 Apr 2021 18:40

გიდასტურებთ, კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილება, მათ შორის, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტების კითხვას, რამდენად განხილება კახა კალაძე თბილისსი მმართველი გუნდის მერობის კანდიდატად.


ვოლსკის თქმით, ამ საკითხზე განცხადებები უახლოეს პერიოდში გაკეთდება, როცა გუნდი საბოლოოდ შეთანხმდება.


„უმრავლესობაში რასაკვირველია, მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც მათ შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როცა გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ- დავწონით სიტუაციას, შევაფასებთ შექმნილ ვითარებას“ - განაცხადა ვოლსკიმ.


რაც შეეხება ოპოზიციის მერობის კანდიდატს და ამ საკითხზე გიორგი ვაშაძის პოზიციას, რომ ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ვერ იქნება, ვოლსკი აცხადებს, რომ „ოდნავი განსხვავება მათ პოზიციებში არანაირად არ ნიშნავს იმას , რომ მათ კვლავ არ ექნებათ სურვილი გაერთიანდნენ თუნდაც ერთი კანდიდატის გარშემო“.




კომენტარები:

ფართი შოპი