ვარდების მოედანს შესაძლოა სახელი შეუცვალონ

01 May 2018 20:04

თბილისის საკრებულო ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც თბილისში, ვარდების მოედანს შესაძლოა სახელი შეეცვალოს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელწოდება მიენიჭოს.

ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს წევრები 2 მაისის სხდომაზე იმსჯელებენ. 

"თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოდის ინიციატივით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

სწორედ ამიტომ თბილისის საკრებულოს ინიციატივაა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს", - ამბობენ დედაქალაქის საკრებულოში.


კომენტარები:

ფართი შოპი