ქრისტეს საფლავთან მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მიუშვებენ – იერუსალიმის საპატრიარქო

30 Apr 2021 19:49

ვაქცინირებულ მოქალაქეებს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრება შეუძლიათ, – შესაბამის განცხადებას წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების წესებთან დაკავშირებით იერუსალიმის საპატრიარქო ავრცელებს.


იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების მსურველები შაბათს, პირველ მაისს 09:00 საათიდან 10:00 საათამდე ახალ კარიბჭესთან უნდა მივიდნენ, საიდანაც პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენლები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებულ პირებს ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვებენ.


ისინი, ვისაც არ აქვთ გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩებიან.

 

ალია




კომენტარები:

ფართი შოპი