სააღდგომოდ 30 კვერცხის შეღებვა ოჯახს 15-18 ლარი დაუჯდება

30 Apr 2021 21:15

2009-2019 წლებში საქართველოში შინაურ ფრინველთა სულადობა 42%-ით 9.466 მლნ-მდე გაიზარდა. რეგიონების მიხედვით პირველ ადგილზე ქვემო ქართლია და მისი წილი 50%-ს აჭარბებს, მეორეზე 12%-ით კახეთია. ფრინველთა სულადობასთან შედარებით 10 წლიან პერიოდში კიდევ უფრო მეტად 54%-ით 662 მლნ-მდე გაიზარდა კვერცხის წარმოება. პირველ-მეორე ადგილს ამ შემთხვევაშიც ქვემო ქართლი და კახეთი ინაწილებენ.


წარმოების მკვეთრი ზრდის მიუხედავად 2009-2019 წლებში კვერცხის ექსპორტი მხოლოდ 17%-ით $1.2 მლნ-მდე გაიზარდა. 2020 წელს $1.5 მლნ-ს გადააჭარბა, თუმცა საქსტატს 2020-ის წარმოების მაჩვენებლები ჯერ არ დაუდია.


ექსპორტის პარალელურად ათწლიან პერიოდში კვერცხის იმპორტი 60%-ით $2.9 მლნ-მდე გაიზარდა, 2020-ში კი $2.6 მლნ-მდე შემცირდა. ანუ თუ 2019 წელს დეფიციტი $1.7 მლნ იყო, 2020 წელს $1.1 მლნ-მდე შემცირდა.


საქსტატის ცნობით კვერცხის ფასი 2010-2017 წლებში სხვა პროდუქტებთან შედარებით უფრო დაბალი ტემპით ჯამურად 17%-ით გაიზარდა.


სუპერმარკეტების ქსელსა და ბაზრობებში 1 კვერცხის ფასი ზომების მიხედვით საშუალოდ 40-დან 50 თეთრამდე მერყეობს.


სააღდგომოდ 30 კვერცხცის შეღებვა ენდროს და ბუნებრივი აირის ხარჯის გათვალისწინებით ოჯახს საშუალოდ 15-18 ლარი დაუჯდება.


commersant.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი