დეე, შენ უნდა შეგეღება და გაგეგორებინა კვერცხი ჩემ საფლავზე, გასკდა გული!!! – ბაჩალიაშვილის დედის წერილი

30 Apr 2021 22:40

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დეე, შენ უნდა შეგეღება და გაგეგორებინა კვერცხი ჩემს საფლავზე. ეს რა დღეს მომასწრო ღმერთმა? გასკდა გული!!!


შენ მოგიკვდეს უბედურ დღეზე გაჩენილი დედა. ჩემო უსამართლობით განწირულო შვილო.


მარტო ის მამშვიდებს ყოველი გასული დღე მაახლოებს შენთან შეხვედრის თარიღს ჩემო თოჯინა, ჩემო უნიჭიერესო და ჩემო სამყაროვ.


მაპატიე დეე სათანადოდ, რომ ვერ გაგიფრთხილდი. უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე, რომ შენნაირ ანგელოზს სიცოცხლეს ვინმე თუ წაართმევდა.ეხლა საიმედო ხელში ხარ. უფალს ებარებოდე დეე, დარწმუნებული ვარ სასუფეველს დაიმკვიდრებ.”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი