ჟურნალისტების საყურადღებოდ: 27 მაისს მთის მედია გარბენი გაიმართება

01 May 2018 23:11

საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 2018 წლის 27 მაისს გაიმართება მთის მედია გარბენი.


მარშრუტი: 6კმ,  კუს ტბა, სვანური კოშკის ზედა ტერიტორია და უკან.


პრიზები: საერთო კატეგორიის გამარჯვებული
I ადგილი - 200 ლარი, თასი, მედალი, სერთიფიკატი.
II ადგილ - 150 ლარი, თასი, მედალი, სერთიფიკატი.
III ადგილი - 100 ლარი, თასი, მედალი, სერთიფიკატი.


კატეგორია გოგონები:
I ადგილი_ თასი მედალი სერთიფიკატი.
II ადგილი_თასი მედალი სერთიფიკატი.
III ადგილი_თასი მედალი სერთიფიკატი.


(იმ შემთხვევაში თუ  გოგონა  მოხვდა  საერთო კატეგორიის გამარჯვებულთა პირველ სამეულში, მიიღებს  როგორც  საერთო კატეგორიაში დაწესებულ  გამარჯვებულის ჯილდოებს, ასევე  გოგონებს  შორის  გამარჯვებულ  მეორე თასს,მეორე  მედალს და  მეორე  სერთიფიკატს.) 



დასაწყისი: 12:00 საათი


ღონისძიების დღეს კუს ტბაზე რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათიდან. 


როგორც საინფორმაციო პორატ "მხარეს" შეატყობინეს, მონაწილეობა და რეგისტრაცია არის უფასო, თუმცა ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაციის საქველმოქმედო კამპანიაში, დავეხმაროთ თბილისის მრავალშვილიან ოჯახებს, სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ანგარიშის ნომერზე, რომლითაც შევიძენთ პროდუქტებს და ოჯახისთვის საჭირო ნივთებს.ასევე ღონისძიების დღეს დაიდგმევა ყუთი რომელშიც შეგროვდება თანხა.


თი ბი სი ბანკის  ანგარიშის ნომერი - GE75TB7587836080100006


კომენტარები:

ფართი შოპი