როგორ მივხვდეთ არის თუ არა ჩვენი ძაღლი ავად

01 May 2021 12:06


როდესაც ჩვენი შინაური ბინადრები ავად ხდებიან, მათ არ შეუძლიათ გვითხრან, რა აწუხებთ და რატომ არიან მოწყენილები. ვეტერინარი ადრიან მილიგენი ძაღლის პატრონებს ასწავლის, როგორ შეამოწმონ ბინადარი, სანამ ექიმს მიმართავენ. ის ასევე ასწავლის ძაღლის მფლობელებს, რა სიმპტომებით არის შესაძლებელი მიხვდე, ჯანმრთელია თუ არა ძაღლი.

ადრიან მილიგენი ძაღლის მფლობელებს ახსენებს, რომ მათი ბინადრის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია გულისცემა, ტემპერატრუა და სუნთქვა.

რამდენიმე რჩევა, რაზეც ვეტერინარი გვესაუბრება:

პირველ ყოვლისა, გაუსინჯეთ ცხვირის ზედაპირი, სველია თუ არა ის. ცხვირის სისველე, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, თუმცა, ყურადღებითიყავით, არ გამოგეპაროთ სხვა სიმპტომებიც.

მაგალითად:

თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ავადაა, შეუმოწმეთმას დრუნჩის შიდა მხარე. თუ ის ვარდისფერია, თქვენი ძაღლი ჯანმრთელია, მაგრამ თუ ზედაპირი ძალიან წითელია, მონაცრისფრო, მოლურჯო ან ძალიან თეთრი, ის შესაძლოა ავად იყოს, ამიტომ მიმართეთ თქვენს ვეტერინარს.

Zooclub

როგორ გაუსინჯოთ პულსი ძაღლს?

მოათავსეთ თქვენი თითები ძაღლის მკერდზე (წინა მარჯვენა კიდურის ქვეშ ), ცოტა მჭიდროდ დააჭირეთ ხელი და ჩართეთ წამზომი. თუ წუთში 120 დარტყმას იგრძნობთ, სანერვიულო არაფერია. (დეტალური განმარტება იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში).

Zooclub

შეუმოწმეთ თქვენს ბინადარს ტემპერატურა

ჩვეულებრივ, ძაღლს ტემპერატურას უკანა ტანიდან უზომავენ. მხოლოდ ერთი წუთი გინდათ იმისათვის, რომ გაიგოთ რამდენი აქვს სიცხე თქვენს ბინადარს. ვეტერინართან კონსულტაციის დროს აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია მისი ტემპერატურის შესახებ.

ყოველივე ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ კონსულტაცია ვეტ ექიმთან გაიაროთ.


zooclub




კომენტარები:

ფართი შოპი