წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრებიან

01 May 2021 14:11

მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ცეცხლის გადმოსვლის მოლოდინშია. იერუსალიმში მოვლენისთვის სამზადისი პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების ფონზე მიმდინარეობს.


როგორც იერუსალიმის საპატრიარქოში განმარტეს, დიდ შაბათს სასულიერო პირები, მორწმუნეები თუ წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალზე დასწრების სხვა მსურველები, ახალ კარიბჭესთან ადგილობრივი დროით დილის 9 საათიდან 10 საათამდე უნდა მისულიყვნენ.


„ადგილზე ისინი მიიღებენ პოლიციისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან ტაძარში შესვლაზე დასტურს. კონკრეტულად კი ისინი, ვინც ვაქცინაცია ჩაიტარეს, დაიშვებიან აღდგომის ტაძარში, ხოლო ვისაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებია დარჩებიან წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.


შეგახსენებთ, გასულ წელს პანდემიის გამო, იერულსალიმში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მომლოცველები ვერ დაესწრნენ. ქრისტეს აღდგომის ტაძარში მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების 15 წარმომადგენელი იმყოფებოდა


მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი