მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა

01 May 2021 16:58

მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა.


მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.


მორწმუნეების მტკიცებით, ცეცხლის გადმოსვლისთვის სამი პირობა არსებობს:


პირველი პირობაა, რომ ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით. რადგან სწორედ ასე - ხმამაღალი შეძახილებით და საყვირებით - ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი დღემდე შინარჩუნეს.


მეორე პირობაა, საბაწმინდელი ბერების ლოცვა.


მესამე - ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.


imedinews.ge




 


კომენტარები:

ფართი შოპი