კახი კავსაძე ხალხს უყვარდა არა მხოლოდ, როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი, ოჯახის წევრი – ლევან წულაძე

01 May 2021 17:48

კახი კავსაძის ადგილი იყო აბსოლუტურად განსაკუთრებული, როგორც მსახიობის, თავის საქმის ფანატიკოსის, - ამის შესახებ რეჟისორმა და კინომსახიობმა ლევან (ჭოლა) წულაძემ ჟურნალისტებთან რუსთაველის ეროვნულ თეატრთან განაცხადა, სადაც მსახიობ კახი კავსაძის პანაშვიდი მიმდინარეობს.


ლევან წულაძემ მსახიობის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ის თავისი საქმის ფანატიკოსი იყო.


"კახი კავსაძის ადგილი იყო აბსოლუტურად განსაკუთრებული, როგორც მსახიობის, თავის საქმის ფანატიკოსის. ხალხს უყვარდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი, ოჯახის წევრი. ამის უნარი ჰქონდა მის სიმართლეს და დამაჯერებლობას სცენიდან თუ კინოდან",-აცხადებს წულაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი