წმინდა ცეცხლი სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში საპატრიარქოდან განაწილდება

01 May 2021 21:58

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს, 20:30 საათზე ჩამოიტანენ, ხოლო 21:30 საათისათვის საქართველოს საპატრიარქოში მიიტანენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, საპატრიარქოს საშვთა ბიუროდან მოხდება მისი განაწილება სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში.


„გაცნობებთ, რომ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს, 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ, ხოლო 21:30 საათისათვის მიაბრძანებენ საქართველოს საპატრიარქოში, საიდანაც (საპატრიარქოს საშვთა ბიურო) შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამონაკლისის სახით, გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

 



კომენტარები:

ფართი შოპი