რჩეულთა პოეზია ბაპტისტურ ტაძარში რუსთველიდან დეფიმდე

28 Jun 2017 00:47

მსოფლიო პოეზიის დღეს 2017 წლის 21 მარტს, ავსტრიულმა ბრენდმა იულიუს მაინლმა დეფი პოეზიის წლის რჩეულ ამბასადორად გამოაცხადა. ამავე წელს 7 აპრილს, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ დეფის პოეზია, კრებული "სააღდგომო ლექსები" პოემა "მეფე პოეტი" საღმრთო ლიტურგიაში ოფიციალურად შეიტანა. ლექსები, უშუალოდ ტაძარში, მშვიდობის კათედრალში, ღვთისმსახურების დროს იქნა წაკითხული და  დავით დეფის პოეზიის ცოცხალი წარმოდგენაც შედგა. სადაც მრევლისა და მოწვეული სტუმრების თვალწინ პოეტმა თავის ნამუშევრების გარდა ჯიბრან ხალილ ჯიბრანის პოეტური ესეის „წინასწარმეტყველი“ საკუთარი თარგმანიც წაიკითხა.


2017 წელს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას საქართველოში დაარსების 150 წელი შეუსრულდა. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული ერთ დღეს 2017 წლის 16 აპრილს აღნიშნა. ამავე დროს დადგინდა დეფის პოეზიის ლიტურგიაში შეტანაც. პოეტის ნამუშევრები დიდ მარხვაში იკითხება და ის თანამედროვე პოეტებიდან პირველია ვინც ამ პრივილეგიით სარგებლობს.


მშვიდობის კათედრალში საღმრთო ლიტურგიისას იკითხება: რუსთველი, ვაჟა, დავით გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე, დეფი, რუმი და ჯიბრან ხალილ ჯიბრანი.


წიგნში „სააღდგომო ლექსები“ - თქვენს წინაშე სახარების ეპიზოდები, ხარებიდან ამაღლებამდე 21 ლექსით წარმოჩინდება. „სააღდგომო ლექსები“ უნიკალური ნამუშევარია, სადაც ავტორის ვიზიონერული პოეზია, თქვენს თვალწინ ბიბლიურ სურათებში იშლება და მათ მომნუსხველი ვირტუოზულობით წარმოგიდგენთ. დეფი მართლაც ყველაზე პროდუქტიული თანამედროვე პოეტი და რომანისტია, რომელსაც საკუთარი, ყველასგან განსხვავებული ხმა გააჩნია, რომლის წიგნებსაც მკითხველი ყოველთვის ელის და განსაკუთრებული ინტერესით ეცნობა.


პოემა „მეფე პოეტი“ დავით დეფის ერთ-ერთი საუკეთესო და ფუნდამენტური ნამუშევარია. ესაა ლექსით მოთხრობილი იგავი, ავტორის მიერ ვირტუოზულად აღწერილი, აზრობრივი ფერადოვნებით თავბრუდამხვევი და მოულოდნელობებით სავსე. პოემა 23 თავისგან შედგება და ის ტექსტის გმირის, მეფე პოეტის დედამიწის დატოვებასა და მიღმა, ახალ სამყაროში ასვლას ასახავს. დამშვიდობებამდე, მეფე პოეტის გარშემო ქალაქის მოედანზე სხვადასხვა ადამიანები მას კითხვებს უსვამენ. მთავარი გმირი კი მათ პასუხობს. შინაარსობრივად ტექსტი, გლობალური იდეისა და გზავნილის მატარებელია - ესაა თავისუფლება. ფორმით კი პოემა „მეფე პოეტი“ პოეზიის ჰარმონიული სიმფონიაა. სიბრძნისა და სიყვარულის გამმომმთქმელი მისტიური სიმფონია, რომელიც ადამიანთა განცდებითა და მისწრაფებებით აჟღერებული, კოსმოსის თანავარსკვლავედებში უსასრულოდ იშლება.


კომენტარები:

ფართი შოპი