საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზა და არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი.
აგრეთვე, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად გამოცხადდა.
ცნობისთვის, დღეს 2 მაისს ე.წ. კომენდანტის საათი კვლავ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა.