კახა კალაძე: მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო მათ, ვინც ახლა უხილავ მტერს ებრძვის, ღმერთმა ინებოს მათი მალე გამოჯანმრთელება

02 May 2021 14:36

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მართლმადიდებელ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.


„სიკეთის, სიხარულის, იმედის უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით, დაე, მშვიდობა და კეთილდღეობა დამკვიდრებულიყოს ჩვენს ოჯახებში, მთელ ქვეყანაში, მსოფლიოში. მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო მათ, ვინც ახლა უხილავ მტერს ებრძვის. ღმერთმა ინებოს მათი მალე გამოჯანმრთელება“, - წერს კახა კალაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.




კომენტარები:

ფართი შოპი