„თუ დევნილი ამავდროულად სოციალურად დაუცველია ორივე დახმარებას ვერ მიიღებს“ - რა პროცედურები სჭირდება მოქალაქეს სოციალური სტატუსის მისაღებად

02 May 2021 15:27

თუ საქართველოს მოქალაქე თვლის, რომ მას ეკუთვნის სოციალური დახმარება, ამისათვის საჭიროა, რომ სრულწლოვანი პირი მივიდეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოში და სარეიტინგო ქულების მინიჭების შესახებ დაწეროს განცხადება  - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში ადვოკატის საათი ადვოკატმა მარიამ სულაძემ იაუბრა.


მისივე თქმით, სოციალურ სააგენტოში განაცხადის შესვლის შემდეგ სოციალურ აგენტი ერთი თვის ვადაში შეამოწმებს პირის საცხოვრებელ ადგილს, შემოსავლებს, გასავლებს, შეავსებს დეკლარაციას და ამის შემდეგ ოჯახს ან პირს ენიჭება სარეიტინგო ქულები, სწორედ ამ ქულების მინიჭების შემდეგ მოქალაქე ხვდება სარეიტინგო ბაზაში და იღებს როგორც მატერიალურ ისე არამატერიალურ შემწეობას.


რაც შეეხება ოჯახისთვის სოციალური სტატუსის შეჩერებას მარიამ სულაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეები რომლებსაც შემწეობის სტატუსი უჩერდებათ ისინი ჰაერში რჩებიან.


„მე როგორც იურისტი ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  სწრაფი რეაგირება უნდა მოხდეს, მაგრამ რაც მთავარია, როგორც სახელმწიფოს აქვს ვალდებულება შეაფასოს ნამდვილად ეკუთვნის თუ არა პირს სოციალური დახმარება და მიანიჭოს სარეიტინგო ქულა, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახებიც ვალდებულები არიან რომ სააგენტოს აცნობონ ოჯახში მომხდარი ცვლილებების შესახებ. მაგალითად ის ოჯახის წევრი, რომელიც იღებდა შემწეობას და გარდაიცვალა ოჯახი ვალდებულია, რომ გარდაცვალების ცნობა ერთი თვის ვადაში წარადგინოს, თუ ოჯახი ამ ვალდებულებას არ აიღებს და სახელმწიფოს არ აცნობებს ადამიანის გარდაცვალების შესახებ, მაშინ სახელმწიფო იძლებული გახდება, რომ ოჯახს დახმარება შეუჩეროს. 

მე ვფიქრობ რომ თუ ოჯახი ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს მის შემთხვევაში სტატუსის სამ თვიანი შეჩერება არ იმოქმედებს, მაგრამ ამას ჩვენ,  მოქალაქეები სამართლებრივად არ ვუყურებთ“, - აღნიშნა მარიამ სულაძემ.


სულაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოჯახი მინიჭებული ქულით კმაყოფილი არ არის, მას შეუძლია, რომ ეს საკითხი თვითონვე სააგენტოში გაასაჩივროს და თუ მისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი დადგება, მაშინ ის სასამართლოს აღარ მიმართავს, ხოლო თუ მეორადი შემოწმების შემდეგაც არ დაეთანხმება მინიჭებულ ქულას მაშინ შეუძლია რომ ეს გადაწყვეტილება ცენტრალურ ოფისში გაასაჩივროს.


„თუ ცენტრალური ოფისი პირველად გადაწყვეტილებას ძალაში  დატოვებს, ამის შემდეგ პირს შეუძლია, რომ ერთი თვის ვადაში მიმართოს  სასამართლოს. 

გარდა სოციალურად დაუცველებისა ჩვენ გვყავს დევნილები, რომლებიც იღებენ დევნილის ყოველთვიურ შემწეობას, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, რომ თუ დევნილი ამავდროულად სოციალურად დაუცველია ორივე დახმარება მიიღოს. 

მე ვთლი, რომ დევნილის  სტატუსი წლების წინ შეიძინეს და სანამ არ დაბრუნდებიან ეს დევნილის  სტატუსი ექნებათ, ამიტომ ის დევნილი რომელიც უკვე  არის დევნილი და ამ სტასტუსით სარგებლობს და ასევე არის სოციალურად დაუცველი, რატომ არ უნდა იღებდეს დამატებით ამ  შემწეობასაც -აღნიშნა მარიამ სულაძემ.


commersant.ge




კომენტარები:

ფართი შოპი