ჩვენ გავიზარდეთ ზღაპრებზე, რომელთა უმეტესობაშიც სიუჟეტის ძირითადი ხაზი პარტნიორის ძიებასა და არჩევანის გაკეთებაზე გადიოდა, კვანძის გახსნა – მისი მოპოვება გახლდათ და ყველაფერი ერთი პოზიტიური ფრაზით მთავრდებოდა – ,,და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“.
რა იქნებოდა, თუ არჩევანის გაკეთებას არ გვასწავლიდნენ?
თუკი გვეტყოდნენ რომ ყველას შეგვიძლია იმდენი პარტნიორი გვყავდეს, რამდენიც გვსურს, თუკი მოგვცემდნენ ოჯახური თანაცხოვრების სხვანაირ მოდელს? დაქორწინება, დაოჯახება,დაწყვილება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემად რჩება დღემდე, თუმცა ,,დიდხანს და ბედნიერად“ ერთად ცხოვრებისთვის კაცობრიობას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში სხვადასხვა რეცეპტი ჰქონდა და აქვს დღემდე.
mental.ge