ქუთაისში, „გვირილობის კვირეულის“ ფარგლებში, წელს პირველად, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

02 May 2021 17:16

„გვირილობის კვირეულის“ ფარგლებში წელს პირველად მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება, - ამის შესახებ ქუთაისი მერმა იოსებ ხახალეიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.


მისი თქმით, გვირილობის დღესასწაულს ქუთაისში საფუძველი საუკუნის წინ, ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად ჩაეყარა. მერმა აღნიშნა, რომ ისინი დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას დღესაც აგრძელებენ.


მისი თქმით პანდემიის გამო დღევანდელ დღესასწაულს მრავალრიცხოვანი შეხვედრებით ვერ აღნიშნავენ, თუმცა ღონისძიებები ქუთაისში გაიმართება.


„გვირილობის დღესასწაული ტრადიციულად ქალაქის დალოცვით დაიწყო, რომელიც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა. ასევე გვქონდა სამი ოთარის ძეგლის პატივისცემა, სხვადასხვა თემატიკაზე გამოფენები გაიმართება. ასევე გვექნება საპატიო ქუთაისელის დაჯილდოვები.





კომენტარები:

ფართი შოპი