პატრიარქი: აღდგომის დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის

02 May 2021 19:54

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიმართვას აქვეყნებს.


პატრიარქი ურთიერთშენდობაზე საუბრობს.


„ქრისტე აღდგა! ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის;


და ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის.


ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. ღმერთმა შეგვინდოს თქვენც და ჩვენც ცოდვები ჩვენი.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - აღნიშნულია პოსტში.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი