ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსის გამარჯვებულია

02 May 2021 22:28

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსის გამარჯვებულია.


250-ქულიანი ტურნირის ფინალში 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, ადგილობრივი იან შტრუფი ორ სეტში: 6-4, 7-5 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.


ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსზე 1/16-ფინალიდან ჩაერთო, სადაც ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო დაამარცხა, 1/8-ფინალში ასპარეზობას კოლუმბიელი გალან რივეროსი გამოთიშა, შემდეგ სლოვაკი ნორბერტ გომბოსი, ხოლო ფინალში გასვლა ნორვეგიელი კასპერ რუდის დამარცხების შედეგად მოახერხა.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი