ტელესახე მაია ასათიანი "ინსტაგრამ სთორის" მეშვეობით ხშირად აზიარებს ყოველდღიურ კადრებს გულშემატკივრებისთვის. ამჯერად მაიამ ვიდეო ზღვისპირეთიდან გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ ტელესახე იდეალურ ფორმაშია.
"ბედნიერება მართლა არჩევანია", - დაწერა მაიამ.
მოგვიანებით კი ტელესახემ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცთან ხელი აქვს ჩაკიდებული. მაიამ ფოტოზე კომენტარების დაწერის ფუნქცია გათიშა, შესაბამისად, მისი გულშემატკივრები ვერ დაუსვამენ კითხვას, თუ ვისი ხელი გამოაქვეყნა მან. როგორც ჩანს, ტელესახე შეყვარებულია, თუმცა ჯერჯერობით რჩეულის ვინაობას არ ასახელებს.
მარაო