სერგო ჩიხლაძე - ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, ამის ერთადერთი ბერკეტი ევროკავშირის გირაოა, სხვა ბერკეტი არ არსებობს

03 May 2021 15:29

ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფდეს, ამის ერთადერთი ბერკეტი არის ევროკავშირის გირაო, სხვა ბერკეტი არ არსებობს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, არც „ქართულ ოცნებას“ და არც არავის არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ მედიატორების საშუალებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებიდან რომელიმე პუნქტი მაინც ჩავარდეს.


„ეს არის სწორი პოზიაცია, დიახ, ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფდეს, ამის ერთადერთი ბერკეტი არის ევროკავშირის გირაო, სხვა ბერკეტი არ არსებობს. იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება. ამნისტიის კანონზე ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, ავიღეთ პასუხისმგებლობა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გიდასტურებთ, რომ ამნისტიის კანონზე ბოლომდე ვიმუშავებთ. არ მივცემთ საშუალებს „ქართულ ოცნებას“ და არავის, რომ ამ შეთანხმების თუნდაც ერთი პუნქტი ჩავარდეს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია ძალიან კარგი მექანიზმია.


„საგამოძიებო კომისიას რა თქმა უნდა, პრინციულად არ ვეწინაღმდეგებით. ზოგადად, დროებითი საგამოძიებო კომისია ძალიან კარგი მექანიზმია მსგავსი საქმეების გამოსაძიებლად, ოღონდ ყველას გვესმის, რომ ეს პროცესი შესაძლოა, თვეები გაიწელოს და ამნისტიის კანონი კი, რაც შეიძლება დაჩქარებული წესით უნდა მივიღოთ. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მტკიცებულება უკვე განადგურებულია. ამიტომ, ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. მივესალმები, რომ ასეთი საგამოძიებო კომისია იყოს, უბრალოდ, არ დაგვავიწყდეს, ამნისტიის კანონი მისაღებია და ის ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პროცესს წინ გაუსწრებს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი