გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოების უმრავლესობა მიხვდება, რომ ამნისტიის კანონპოროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, იქნება ყველაზე ახლოს და ყველაზე უფრო თავსებადი მიშელის დოკუმენტთან

03 May 2021 15:52

საზოგადოების უმრავლესობა მიხვდება, რომ კანონპოროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, იქნება ყველაზე ახლოს და ყველაზე უფრო თავსებადი შარლ მიშელის დოკუმენტთან , - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ერთადერთი განსხვავება, რაც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ დაინფიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებშია, ეს დაზარალებულების თანხმობის კომპონენტია.


„კანონპროექტი, რომელიც დავაინიცირეთ ზუსტად პასუხობს იმ პათოსს და პრინციპებს, რომელიც არის შარლ მიშელის დოკუმენტში მითითებული. დოკუმენტი, რომელიც დაინიცირა ოპოზიციამ, პრინციპები იგივეა. ერთადერთი, განსხვავება ის არის, რომ ოპოზიციამ დამატებითი კომპონენტი ჩადო თავის კანონპროექტში, რაც გახლავთ დაზარალებულების თანხმობა. გამომდინარე აქედან, ამ ორ კანონპროექტს შორის სხვაობა ძირითადად იქნება დაზარალებულების თანხმობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რა თქმა უნდა, მათ შორის ოპონენტებთან კონსულტაციების საფუძველზე საზოგადოების უმრავლესობა მიხვდება, რომ კანონპოროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, იქნება ყველაზე ახლოს და ყველაზე უფრო თავსებადი შარლ მიშელის დოკუმენტთან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.


ცნობისთვის, 20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის პროექტების ბიუროზე ინიცირება და საკომიტეტო განხილვის პროცესის დაწყება რამდენიმე დღით - უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო.


როგორც “ინტერპტრსნიუსს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ამნისტიის პროექტები პირველივე ბიუროზე გავა, რომელიც უქმე დღეების დასრულებისთანავე გაიმართება.




კომენტარები:

ფართი შოპი