ჯენიფერ ლოპესი ძველ სიყვარულს დაუბრუნდა? - რა ხდება ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს შორის 17-წლიანი განშორების შემდეგ (პაპარაცული ფოტოები)

03 May 2021 17:27

წლე­ბის წინ ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი­სა და ბენ აფ­ლე­კის ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი ჰო­ლი­ვუდ­ში ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლელ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა.


ბენი და ჯე­ნი­ფე­რი 2002 წლი­დან 2004 წლამ­დე და­ნიშ­ნუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა საქ­მე ქორ­წი­ლამ­დე არ მი­სუ­ლა და მათი გზე­ბი გა­ი­ყო. და­შო­რე­ბი­დან 17 წლის შემ­დეგ კი, და­სავ­ლუ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბი წე­რენ, რომ წყვი­ლი კვლავ ერ­თა­დაა. ამ ეჭ­ვებს კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს ის ფაქ­ტი, რომ ლო­პე­სი ახ­ლა­ხანს ალექს როდ­რი­გესს და­შორ­და,


პა­პა­რა­ცებ­მა აფ­ლე­კი და ლო­პე­სი ლოს ან­ჯე­ლეს­ში გა­სულ პა­რას­კევს და­ა­ფიქ­სი­რეს. ბენი ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის სახ­ლში ატა­რებ­და დროს.


რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, აფ­ლე­კი Escalade-ის თეთ­რი ჯი­პით მი­ვი­და ჯეი ლოს­თან, ნაც­რის­ფე­რი მა­ი­სუ­რი და ჯინ­სი ეცვა, მან­ქა­ნი­დან გა­დას­ვლი­სას კი სამ­ხედ­რო მწვა­ნე ზურგჩან­თა უჭი­რავს. პრე­სა­ში ასე­ვე გავ­რცელ­და სხვა ფო­ტო­ე­ბიც, სა­დაც ჩანს, რომ ლო­პე­სი ამა­ვე მან­ქა­ნა­ში ზის.


"ყვე­ლა­ფე­რი ისეა, თით­ქოს ერ­თმა­ნეთს არც არას­დროს და­შო­რე­ბუ­ლან“, - აცხა­დებს Radar Online-ი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად წყვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბას მა­ლავს, რად­გან ძა­ლი­ან სურთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად ჰქონ­დეთ.


ცნო­ბის­თვის, ჯერ კი­დევ 2015 წელს და­ი­წყო სა­უ­ბა­რი ჯეი ლოსა და ბე­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა­ზე. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც აფ­ლე­კი ჯე­ნი­ფერ გარ­ნერ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. ინ­ფორ­მა­ცია ჭორი აღ­მოჩ­ნდა. ბენი ამ დრომ­დე ქორ­წი­ნე­ბა­შია.


წყა­როს ცნო­ბით, ჯე­ნი­ფერ გარ­ნე­რი ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­ზე მუდ­მი­ვად ეჭ­ვი­ა­ნობ­და.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი