"ბავშთან უნდა იმეგობრო თუ რიდი უნდა ჰქონდეს შენი? მეგობრობა გამორიცხავს პატივისცემას?" - ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს მიმართავს

03 May 2021 17:58

ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამის" საშუალებით ხშირად აფიქსირებს საკუთარ აზრს და გამომწერებსაც მოუწოდებს აქტიურობისკენ. ამჯერად, ნუკიმ დისკუსიის გამართვა ბავშვთან ურთიერთობის თემაზე გადაწყვიტა.


მისი თქმით, შვილთან აუცილებელია გულწრფელი იყო და გადაწყვიტა, რომ ოვი არასოდეს მოატყუოს.


"ბავშთან უნდა იმეგობრო თუ რიდი უნდა ჰქონდეს შენი? მეგობრობა გამორიცხავს პატივისცემას? რა არის სწორი მეთოდი? უნდა უმალავდე რაღაცეებს თუ გულწრფელი იყო. მე მაგალითად იმის მომხრე ვარ რომ ჩემმა შვილმა ყველაფერი იცოდეს, არასდროს მოვატყუებ, მინდა ჰქონდეს ნდობა. ოღონდ შოკოლადი რომ უნდა და ვითომ კარადას ვერ ვაღებ, ტყუილში არ ითვლება. მე მინდა ვიცოდე მისი აზრები და ვეპყრობოდე პატარობიდან როგორც ზრდასრულ ადამიანს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ რასაც უნდა გააკეთებს, უბრალოდ მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე მას გავითვალისწინებ. თქვენ როგორ ფიქრობთ??", - წერს ნუკი.


მარაო




კომენტარები:

ფართი შოპი