"თერაპიის განყოფილება სავსეა, რეანიმაციის განყოფილება სავსეა" - კლინიკებში ისევ საწოლების დეფიციტია

03 May 2021 19:18

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების პარალელურად, კლინიკებში ადგილების დეფიციტია.

ალადაშვილის კლინიკის ხელმღვანელი "მთავართან" ამბობს, რომ ამ ეტაპზე კლინიკა სავსეა და ის დამატებით პაციენტებს ვეღარ მიიღებს.

"გადავსებულია ყველაფერი. ახლა ვერ შევძლებ ვერც ერთი პაციენტის მიღებას",- ამბობს ლევან ბესელია ალადაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი.

ადგილების ნაკლებობაა საპატრიარქოს კლინიკაშიც. რეანიმაციული განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მძიმე პაციენტებს ვეღარ მიიღებენ:

"მძიმე პაციენტზე, რომელიც არის გათვლილი ჟანგბადიანი საწოლი აღარ არსებობს. ცხელებაში ორი ადგილი იყო, დავაწვინე ორი ადამიანი. თერაპიის განყოფილება სავსეა, რეანიმაციის განყოფილება სავსეა",- თქვა თინათინ დარჩიამ.

ლამაზად შემოპარებული "ლოქდაუნი" - ასეთია ჯანდაცვის ექსპერტების შეფასება ეპიდვითარების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებზე (მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება). მათივე თქმით, პანდემიის წინააღმდეგ ერთადერთი საბრძოლო იარაღი ვაქცინაა, თუმცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ მიმდინარეობს და ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას მარტივად - ჩაკეტვებით ცდილობს.


მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი