ევროპისა საუკეთესო აუთლეტები

04 May 2021 02:31

საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნვა დღეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელია ნაწილია, ამიტომ ყოველთვის სასიამოვნოა ახალი მაღაზიისა თუ ბრენდის აღმოჩენა. თვის მხრივ შოპინგი განტვირთვის ერთ-ერთ საუკეთსო საშუალებად ითვლება, შესაბამისად ყველანი მოლოდინით შევცქერით ხოლმე ხელფასის დღეს, რათა უახლოეს უქმეებზე სასურველ მაღაზიებს ვესტუმროთ. რაც მეტია არჩევანი, მით მეტი შანსია გემოვნებიანი და სანუკვარი შესამოსელი ვიპოვოთ, ამიტომ ადამიანები მოლებში შოპინგს ამჯობიბენ უმეტეს წილად, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში კი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია აუთლეტ მაღაზიებმა, ამიტომ გაჩნდა მოთხოვნა შექმნილიყო ერთიანი სივრცე, რომელიც თავს მოუყრიდა საქვეყნოდ ცნობილ თუ ადგილობრივ ბრენდებს.


თავის მხრივ აუთლეტი ტანსაცმლის სამორჩეული მაღაზიაა, რომელიც განკუთვნილია კონკრეტული ბრენდის იმ კოლექციისთვის, რომლის გაყიდვაც სეზონზე ვერ მოასწრეს, ან გარეგნულად თუკი უმნიშვნელო წუნი აქვს, შესაბამისად აქ საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებადაა წარმოდგენილი ტანსაცმელი. აუთლეტში შოპინგის პრაქტიკა მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია და დემოკრატიული შოპინგის საუკეთესო გზად ითვლება. საქართველოში აუთლეტ შოინგისთვის იდეალური ადგილი - Tbilisi Outlet აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Dior, Gucci, Armani, Nike, Adidas, Puma, Dolce & Gabbana, Chanel, New Balance, Kappa, Diesel, Lee Wrangler, Levi’s და სხვა.


შოპინგი ასევე, მოგზაურობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, საზღვარგარეთ გამგზავრებისას ყოველთვის გვიჩნდება სურვილი ადგილობრივ მოლებსა თუ აუთლეტ მაღაზიებს ვესტუმროთ და დავათვალიეროთ იმ იმედით, ეგებ რაიმე განსაკუთრებულს გადავეყაროთ, ან შედარებით დაბალ ფასში საოცნებო სამოსი შეგვხვდეს. ევროპასა და აზიაში საკმაოდ გავრცელებულია აუთლეტებში შოპინგი, შესაბამისად საკმაოდ მაღალი არჩევანიცაა ამ მხრივ. სტატიაში მოგიყვებით ევროპის საუკეთესო აუთლეტებზე, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ მოგზაურობისას.


Outletcity Metzingen, გერმანია

თუ გერმანიაში იმყოფებით, ან აპირებთ მომავალში გამგზავრებას, გაითვალისწინეთ, შოპინგისას აუცილებლად ესტუმროთ ამ ადგილს, რადგან აქ წარმოდგენილია Hugo Boss-ის ექსლკლუზიური მოდელები


Designer Outlet Berlin, გერმანია

ბერლინში თუ ცხოვრობთ, აღნიშნული აუთლეტი ქალაქთან ყველაზე ახლოა და აქ წარმოდგენილ 120-მდე ბრენდის პროდუქტზე ხშირად საკმაოდ მაღალი ფასადკლებებიც მოქმედებს, რაც ასე მიმზიდველს ხდის მას.


Fidenza Village, იტალია

იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილი აუთლეტ სოფლის კონცეფციით, სადაც 100-მდე ბრენდია წარმოდგენილი, რომელთა შორისაა Versace, Michael Kors, Paul Smith, D&G და სხვა. აქ განსაკუთრებული დღესასწაული ფასადკლებების პერიოდში იწყება, რადგან ამ დროს წარმოუდგენლად დაბალ ფასად შეგიძლიათ სამოსის არჩევა.


Serravalle Designer Outlet, იტალია

ეს ადგილი ნამდვილად უნდა ნახოთ იტალიაში ვიზიტისას, რადგან სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე დიდია მთელს ევროპაში და მისი სრული დათვალიერებისთვის ერთი დღე სულაც არაა საკმარისი. აუთლეტ მოლში განთავსებულია 160-ზე მეტი ბრენდი თავისი მაღაზიით და თითქმის ყოველთვის მოქმედებს ფასდაკლება.


La Vallee Village, საფრანგეთი

ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია მათთვის, ვისაც შოპინგი და მოდის ინდუსტრია ძალიან უყვარს, რადგან აქ ყველაზე ცნობილი ბრენდების 130-ზე მეტი მაღაზიაა წარმოდგენი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ თუ საფრანგეთში ცხოვრობთ ან აპირებთ წასვლას.


Bicester Village, დიდი ბრიტანეთი

აუთლეტ სოფელი მდებარეობს ლონდონის გარეუბანში და პოპულარობით სარგებლობს ცნობილ მსახიობებში. ასევე, აქ შეიძლება შენიშნოთ საშოპინგოდ მისული სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც. აუთლეტი აერთიანებს 140 ბრენდულ მაღაზიაზე მეტს და აქ ყოველთვის მოქმედებს 50%-მდე ფასდაკლება.


აღსანიშნავია, რომ თბილისშიც შეხვდებით მსგავსი მასშტაბის აუთლეტს, აუთლეტ სოფლის კონცეფციით. Tbilisi outlet მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, თავისი ზომითა და აქ წარმოდგენილი ბრენდების მაღაზიებით ყველაზე დიდია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, შესაბამისად ხშირად სწორედ აქ საშოპინგოდ გვსტუმრობენ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ ცნობილ ბრენდებთან ერთად წარმოდგენილია ადგილობრივი ბრენდებიც.



კომენტარები:

ფართი შოპი