პეკინზე კომენდანტის საათის დროს მანქანა "გლოვოს" კურიერს დაეჯახა

04 May 2021 11:33

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. პეკინის გამზირზე კომენდანტის საათის დროს ერთმანეთს მანქანა და სკუტერი შეეჯახა. შედეგად "გლოვოს" კურიერმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

თვითმხილველების ინფორმაციით, 25 წლის კაცს ხელი ჰქონდა მოტეხილი, ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა ფეხისა და კისრის არეში. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი