აპრილში ზეთი 40.2%-ით; შაქარი 12.3%-ით; პური 6.4%-ით გაძვირდა - ახალი მონაცემები

04 May 2021 16:00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შეედარებით ინფლაციის დონზე 0.9% იყო, რაც შეეხება წლიური ინფლაციის დონეს, მას 7.2% შეადგინა.

საბაზო ინფლაციამ 2021 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა.


ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0%-ით;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1%-ით.
  • გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით - ფასებმა მოიმატა 4.2%-ით;
  • ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის - გაძვირდა 3.2%-ით;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი - ფასები გაიზარდა 1.6%-ით;
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3%-ით.

სურსათზე ფასები გაიზადა:


  • ხილი და ყურძენი - 5.3-ით;
  • ზეთი და ცხიმი- 4.2-ით;
  • თევზეული - 3.6%-ით;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 2.4%-ით;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 1.9%-ით;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 1.1%-ით.

ფასები შემცირებულია:


ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 5.4%-ით.


წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.4%-ით;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.1%-ით;
  • ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.8%-ით; 
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3%-ით;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15%-ით;

რაც შეეხება სურსათს, ფასებმა მოიმატა:

  • ზეთი და ცხიმი - 40.2%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.3%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 10.1%;
  • თევზეული - 9.4%;
  • პური და პურპროდუქტები - 6.4%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 6.1%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 6.1%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 4.6%;

ფასები შემცირებულია:


ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 22.2%-ითა და ხილსა და ყურძენზე - 18.2%-ით.


მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი