ირაკლი ზარქუა - ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია, თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა - ვგულშემატკივრობ, ამას მხოლოდ მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს

04 May 2021 16:12

სამწუხაროა, რომ მელია მისი გუნდისა და ბელადის მიერ დაგებულ მახეში გაება, რაც თავის თავს უნდა დააბრალოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.


ზარქუა იმასაც ამბობს, რომ  ნიკა მელიას  გულშემატკივრობს, რაც „მეგრული სოლიდარობით“ არ არის გამოწვეული.


ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია. თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ამ ახალგაზრდას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან პარტიაში რებრენდინგი დაიწყო. ჩემთვის პარტიაში მის მიერ მიყვანილ ახალგაზრდებთან დებატები უფრო საინტერესოა, ვიდრე მაგალითად, გუბაზასთან, ბარამიძესთან და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან. ეს მას არ ეპატია და ახლა თავის სიტყვებსა და პრინციპებში გაიჭედა - დათანხმდეს იმ გირაოს და ხვალვე გამოვა! ახლა სახის შენარჩუნებას ცდილობს და ისევ ვაჭრობა დაიწყო“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


მან აქვე დასძინა, რომ მელიას პარლამენტში შესვლა მოუწევს, სადაც მას არავინ დაუწყებს ბულინგს.


“სამუშაო ძალიან ბევრია - “რა დროს, იწილო-ბიწილოა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.




კომენტარები:

ფართი შოპი