საფლავზე გასვლის აკრძალვა არის საკუთარი ხალხის მიმართ სადიზმი, ზიზღი და ჩვენ კიდევ ყველა მონები ვართ, ვინც ვემორჩილებით! – ირინა სარიშვილი

04 May 2021 19:56

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“რა კავშირი აქვს სასაფლაოზე გასვლას პანდემიასთან?!


ვინმეს უნახავს სააღდგომოდ საფლავზე გასულთა მიჯრით ხალხმრავლობა თვითონ საფლავებზე?!


მანქანათმრავლობაა ხოლმე სასაფლაოებისკენ გზაზე, ანუ საცობი, და მანქანიდან მანქანაში მგონი ვირუსი არ გადადის ხო?!


საფლავზე გასვლის აკრძალვა არის საკუთარი ხალხის მიმართ სადიზმი, ზიზღი, ყველაფერი საშინელება ერთად და ჩვენ კიდევ ყველა მონები ვართ, ვინც ამას ვემორჩილებით!


P.S. 1. ეს სტატუსი ობიექტურია, რადგან მასში არაფერი პირადი არ არის – ჩემი დამოკიდებულება საფლავის მიმართ არაერთხელ საჯაროდ მითქვამს.


2. ვიღაც დააკავეს საფლავზე გასვლის გამო… ჰოდა ჩვენ რომ ხალხი ვიყოთ, დღეს ან იმ კაცის გვერდით უნდა ვიყოთ, ან მასიურად საფლავებზე გავდიოდეთ, სულ რომ არ გვინდოდეს, სოლიდარობის ნიშნად მაინც!

ქრისტე აღდგა! გილოცავთ!”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი