ადა მარშანია, დეპუტატი:
_ძალიან გთხოვთ ბატონო ბოკერია, ნუ ნერგავთ საზოგადოებაში განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, ანტირუსულ განწყობილებას არ ვიტყოდი მე, კი ბატონო პუტინი გძულდეთ რა ჩემი საქმეა, გინდ გძულდეთ გინდ არა გძულდეთ და საერთოდ პოლიტიკაში სიძულვილი, სიყვარული არ ვიცი მე. ბატონო ბოკერია თქვენ სად გასწავლეს ეგ ამბავი?. პოლიტიკაში მე ვიცი ინტერესები. მე ვიცი პირველ რიგში ბატონო ბოკერია, რომ პუტინი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და ეს უნდა გახსოვდეს თქვენ ყოველ წუთს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს პუტინი არის უძლიერესი ადამიანი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშ გასაწევი პიროვნება.