გიორგი ვაშაძე: ქვეყანაში შიმშილია და მთელი ხელისუფლება შვებულებაშია

04 May 2021 21:52

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში გამოცხადებული "უქმე დღეების" გამო ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას აკრიტიკებს. მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში შიმშილია, ხელისუფლება შვებულებაშია გასული.


"შემდეგი 10 დღის მანძილზე, ამ ადამიანებს, რომც გინდოდეთ, ვერ იპოვით - ზოგი საზღვარგარეთ არის, ზოგი სოლარიუმშია, ზოგი ისვენებს, ზოგი განცხრომაშია თავისი მოპარული ფულით და ხალხი და სახელმწიფო, ისევ და ისევ, არის ყოველგვარი ყურადღების გარეშე მიტოვებული... "მაისკიე პრაზდნიკი" მოიწყვეს თავიდან ბოლომდე", - თქვა ვაშაძემ.


მისი თქმით, ყოველი უქმე დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 100 მლნ ლარს კარგავს.


"ნუთუ ამ უბედურ გაჭირვებაში ხელისუფლებას ახლა უნდა ეცალოს, რომ 10 დღე, 2 კვირა გამოაცხადოს მთელი ქვეყნისა და თავისი თავისთვის შვებულებად?! იქნებ მოიკითხოთ, სად არის ეს ხალხი?.. ამაზე უნდა ვაგებინოთ პასუხი და ამის გამოა, რომ ასეთი შიმშილი და გაჭირვებაა დღეს ქვეყანაში", - თქვა მან.


კორონავრიუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ 3-დან 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა. ამ დღეებში პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობა შეწყვეტილია - არ იმართება ბიუროსა და კომიტეტების სხდომები და არ არის ჩანიშნული პლენარული სესიაც.


radiotavisufleba




კომენტარები:

ფართი შოპი