„ასე თუ გაგრძელდა, „ჯაყოს ხიზნები” მონაგონი იქნება” – კახა გოგიძე

04 May 2021 22:11

მსახიობი და რეჟისორი კახა გოგიძე, ორი დღის წინ, ცხინვალიდან ოსების გადმოსვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ასე ეხმიანება: “მოკლედ! სააღდგომოდ ცხინვალში დათვრნენ “ჯაყოები”, გადმოვიდნენ და დედა აგინეს ყველას ვინც არაა ოსი, მერე ბრინკებმა აქეთ დიდი ბოდიში უხადეს და გადააცილეს დიდი პატივით, ასე თუ გაგრძელდა, “ჯაყოს ხიზნები” მონაგონი იქნება!!!”

 

მსახიობი ქართველების უუნარობაზე თავის გულისტკივილს გამოთქვამს.

 

კახა გოგიძე: – კაციშვილმა ხმა ვერ გასცა. და “ჯაყოს ხიზნები” სხვა რა არის? გადმოვიდა, ცოლი გაუბახა, მიწები წაართვა, აგინა, აფურთხა… ჩვენი ბრალია. თუ გააბედინებ, გაგიბედავენ.

 

ქართველი ხალხი აღარაფერზე აღარ ბრაზდება. ეს უთავმოყვარეობა და მონობაა. ხალხი ჩუმად არის, მაინცდამაინც სახლში უნდა შეუვარდნენ, რომ დაინახონ რა ხდება? აიღე და მოკალი, მტერია! აღსარებაშიც არ უნდა თქვა. მტერია, მტერი! ახლა მეტყვიან, ძალადობისკენ მოუწოდებო. რა ძალადობა. ქვეყნის მტერი მკვდარი უნდა იყოს.

 

ყველა ყველაფერს გვიბედავს. ხვალ მეტი ტერიტორია რომ წაგვართვან, ვინ გააპროტესტებს. რა მნიშვნელობა აქვს, იარაღით გვართმევენ მიწას თუ ფულით ნამახვანჰესს. მორჩა ნამახვანი 100 წლით აღარ არის ჩვენი. რა მნიშვნელობა აქვს მიყიდი თუ წაგვართმევენ.

 

ვითმინოთ, ვითმინოთ და თბილისშიც ჩამოვლენ, მთვრალი იმას სცემენ, ამას გააუპატიურებენ, იქ რუსთაველზე მოშარდავენ და კაციშვილი ხმას არ გასცემს, ეს იქნება ბოლო… სიჩუმემ სიფარჩაკე იცის.


primetime.ge




კომენტარები:

ფართი შოპი