ამაზე მთლიანად პასუხისმგებელი არის ივანიშვილის რეჟიმი, დღევანდელი პრემიერი ღარიბაშვილი, ეს სამარცხვინო, უსინდისო ადამიანები - ბოკერია ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე ძალადობაზე

04 May 2021 22:17

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ეხმაურება. ბოკერიამ განცხადება მანამ გააკეთა, სანამ ძალადობაში მონაწილე ადამიანების იდენტიფიცირება მოხდებოდა.


ბოკერიას თქმით, ვინც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები, ვინც სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მიაყენებს ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს, ამაზე მთავარი პასუხიმგებელი არის ივანიშვილის რეჟიმი და დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი.


„ვინც არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც ფიზიკურად შეაჩერეს და შემდეგ პირდაპირ მუქარა იყო, ის რაც ვნახე, აბსოლიტურად საკმარისი იყო, ამას ძალადობა ქვია, როცა იძულებით დააკავებ მანქანას და ემუქრები ადამიანს და სიძულილს, ტყუილს და ცილისწამებას ქადაგებ, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, გულწრფელად შემცდარები თუ დაქირავებულები, ყველა ვარიანტში ამ საზიზღრობაზე, ამ მოგონილ ტყუილზე, რომლის შედეგადაც  უდანაშაულო ადამიანი ჯერ ციხეში ჰყავდათ და ეხლა სამიზნე გახადეს ასეთი უბინძურესი ბრალდებების სამშობლოს გაყიდვაზე, სრულიად უსაფუძვლო, მოგონილი პოლიტიკური ამოცანებისათვის და ოპონენტების დემონიზებისათვის, ამაზე მთლიანად პასუხისმგებელი არის ივანიშვილის რეჟიმი, დღევანდელი პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი, ეს სამარცხვინო, უსინდისო ადამიანები, ისინი ჩვენ ქვეყანას ყოველდღე მიაქანებენ დამატებითი სიძულვილის მორევისაკენ და ამიტომაც ძალიან საშიშები არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის და ჩვენი ვალია ისინი ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას მშვიდობიანი გზით.“ - განაცხადა ბოკერიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი