შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან

05 May 2021 10:12

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს, 5 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან.


"5 მაისს, 10:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამშრომლებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილი იგივე კლინიკაში აცრას 16:00 საათზე გაიკეთებს.


შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.





კომენტარები:

ფართი შოპი