„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავა დააკავეს.
ცნობილია რომ კუპრავა სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს აიყვანეს.
ზვიად კუპრავას სასამართლომ 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დღეს შეუფარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენს, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - 173-ე და 166-ე მუხლით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, კუპრავა იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა, ჯარიმის გამოწერის პროცესში მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.