ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, ახლა მთავარია გავიკეთოთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია.
„დღეში 1 400-1500 ინფიცირებული ეს არ არის ცოტა – სერიოზული დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე. ყველა ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ. ვისაც შეგვიძლია და ამაზე ხელი მიგვიწვდება, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ, ვისაც ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა ან სურვილი არ აქვს, პირბადე მაინც გაიკეთოს სწორად“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.