ყვავილების ენა, ანუ რას ნიშნავს ყვავილი, რომელსაც გჩუქნიან

05 May 2021 16:08

ასტრა - დახვეწილობისა და ელეგანტურობის სიმბოლოა. შემოდგომის მთავარი ყვავილია.


მიხაკი - თავისუფლების, მამაცობის, ღირსების გამომხატველი ყვავილია. ამიტომაცაა, რომ მიხაკს მამაკაცებსაც ჩუქნიან.


ჰერბერი - სიმპათიისა და ფლირტის ნიშანია. მის თაიგულს ჩუქნიან ქალს, როცა მისდამი ყურადღების, კომპლიმენტის გამოხატვა სურთ. ამასთანავე, მუქ წითელ ჰერბერს მამაკაცებს ჩუქნიან, ნაზ ვარდისფერს - ქალებს.


გლადიოლუსი - მადლიერებას გამოხატავს. იგი რომაელების სიმბოლოდ მიიჩნეოდა და ბრძოლაში გამარჯვება მოჰქონდა. ის მამაკაცური ყვავილია, მაგრამ თუ კომპოზიციურად სხვა ყვავილებსაც შეუხამებთ, ლამაზი თაიგული გამოგივათ.


ირისი - ამაყი და მკაცრი ყვავილია. რწმენის, იმედი, სიბრძნის სიმბოლო. იაპონურად ირისი "მებრძოლ სულს" ნიშნავს. აგრეთვე, საფრანგეთის ემბლემაა.


კალა - ელეგანტური ყვავილი აღფრთოვანების, სილამაზის, პატივისცემის სიმბოლოა. თაიგულისთვის პატარძლები უპირატესობას მას ანიჭებენ. იგი ბედნიერი ოჯახის სიმბოლოა.


შროშანი - ეს ნაზი ყვავილი გოგონებს უყვართ. იგი სინაზის, ერთგულების, ბედნიერებისა და ქალწულობის სიმბოლოა.


ზამბახი - მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოა. ძველად სასახლეების მოსართავად იყენებდნენ. არამართებულია, მას მკვდრის ყვავილი ვუწოდოთ.


მიმოზა - არომატული და მორცხვი ყვავილი გაზაფხულის ერთ-ერთი სიმბოლოა.


ორქიდეა -მას ინტიმურ ყვავილად მიიჩნევენ და მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს ჩუქნიან.



პიონი - სიმდიდრის, ვნებიანი სიყვარულის სიმბოლოა.


ენძელა - ნაზი და ქალური ყვავილი სინაზისა და გულუბრყვილობის სიმბოლოა.


ვარდი - ყველაზე პოპულარული ყვავილია. თეთრი ქალწულობის სიმბოლოა, წითელი - ვნებისა და სიყვარულის, ვარდისფერი - დახვეწილობისა და სინაზის. ვარდების თაიგულს მხოლოდ საყვარელ ადამიანს კი არა, ბიზნესპარტნიორსაც ჩუქნიან.


გვირილა -სიკეთისა და სიმორცხვის სიმბოლოა. მის თაიგულს რომანტიკულ გრძნობაში გამოსახატავად ჩუქნიან.


იასამანი - ახალგაზრდულობის სიმბოლო შეყვარებულების საყვარელი მცენარეა.


ტიტა - სიხარულის, ბედნიერების, კარგი განწყობის სიმბოლოა. ამბობენ, რომ ამ ლამაზ ყვავილს წარმატება მოაქვს. ტიტების პატივსაცემად ჰოლანდიაში ყოველწლიური დღესასწაული ეწყობა.


ია - ერთგულებისა და მოკრძალების სიმბოლოა. ოჯახში ბედნიერება და ჰარმონია მოაქვს.


ქრიზანთემა - ჯანმრთელობის, სიბრძნის, დღეგრძელობის სიმბოლოა. იაპონიაში იგი წმინდა ყვავილია. მისი ჩუქება ყველა სიტუაციაში შეიძლება.


მარაო




კომენტარები:

ფართი შოპი