სოფელ ჩუმლაყში დამშრობი არხი გაიწმინდა

05 May 2021 16:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს.


ამჯერად ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში  დასრულდა.


სოფელ ჩუმლაყში დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-32 გამანაწილებლის მიმდებარედ არსებული   დამშრობი არხის 2000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. 


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი   ჭარბი წყლისგან გათავისუფლდა.


აღდგენილი სამელიორაციო არხით სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის მოსახლეობა ისარგებლებს.


სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.





კომენტარები:

ფართი შოპი