მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კანონპროექტს აკრიტიკებს

05 May 2021 18:05

აბსოლუტურად მიუღებელია აგდებული დამოკიდებულება ქართველი პოლიციელის მიმართ, - ასე აფასებს მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კანონპროექტს ამნისტიის შესახებ. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე Facebook-ზე წერს.


„წარმოუდგენელია, ვის მოაფიქრდა, რომ ამნისტიის პირობა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ოღონდ ისე, რომ თუ დაზარალებული პოლიციელია, მისი აზრი და თანხმობა არავის აინტერესებდეს. ცუდი არ იქნება, ალტერნატიული ამნისტიის პროექტის ავტორები მიხვდნენ, რომ პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია, აღარაფერს ვამბობ მათი პროექტის სხვა ხარვეზებზე - პროექტი არ შეესაბამება შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადებულიყო თავად ეს კანონპროექტი.


ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ასე მეორეხარისხოვნად საუბრობენ პოლიციელებზე. ამ ქვეყანაში პრიორიტეტულია ყველა ადამიანის უფლებების დაცვა, დემონსტრანტი იქნება ის, პოლიციელი თუ სხვა, საიდანაც პოლიციელის უფლებების გამორიცხვა და მათი ამგვარი დისკრიმინაციის მცდელობა ყურადღების მიღმა არასდროს უნდა დარჩეს“, - წერს მდინარაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი