გიგა ბოკერია დავით-გარეჯში მომხდარ ინციდენტზე - ეს სამარცხვინო ამბავი შედეგია იმ ამაზრზენი კამპანიის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის დემონიზებისთვის აწარმოა

05 May 2021 18:18

ეს სამარცხვინო ამბავი არის გაგრძელება და შედეგი იმ ამაზრზენი კამპანიისა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტიკური ოპონენტებისა და ოპოზიციის დემონიზებისთვის აწარმოა, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია დავით-გარეჯში ივერი მელაშვილისა და ჟურნალისტის მიმართ მომხდარ ინციდენტს.


მისივე თქმით, ყველა შემდგომი ფაქტი ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობაა.


„ყველა შემდგომი ფაქტი იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა მტკიცებულებები, ესა თუ ის თავდამსხმელი დავალებას ასრულებდა თუ არა, არის ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობა და იმ შავრაზმული ძალების, რომელთან ერთადაც ივანიშვილის რეჟიმი ამ ამაზრზენ პროპაგანდას ეწევა მთელი ეს პერიოდია. მათ აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდიათ დავით გარეჯის საკითხზე რაიმე სიმართლის დადგენა. ყველამ იცის, ვინც ჩახედულია, რომ ამბავი მთლიანად მოგონილია და მხოლოდ საარჩევნო პროპაგანდის ამოცანებისთვის, პუტინის პროპაგანდის მსგავსად, ნიაღვარისთვის იყო შექმნილი, მოგონილი და შემდეგ ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი.


მომხდარი ფაქტი არის ოპონენტების წინააღმდეგ ამ სიძულვილის კამპანიის შედეგი. 

მათ შორის, მედია იქნება, სამოქალაქო ჯგუფები თუ პოლიტიკური ოპონენტები, ყველა ვინც სამიზნე ხდება ივანიშვილის რეჟიმისთვის, ვინც მათთვის არახელსაყრელია, ოპონენტად მიაჩნიათ ან ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებს და ავტომატურად მიუღებელია, ყველა ხდება სამიზნე, როცა სიძულვილის და ძალადობის მანქანას ააგორებ. ყველა შავრაზმული ჯგუფი პირდაპირაა დაკავშირებული ივანიშვილთან, მათ შორის სასულიერო პირები. ამ სიძულვილის ტალღის ნაწილი არიან, მათ არ აინტერესებთ ფაქტები, უბრალოდ სამიზნედ იღებენ ნებისმიერ ოპონენტს, მათ შორის, მედიას. ამ ვითარებაში, ამ ტიპის ძალადობაზე, რაიმე ადექვატური რეაგირების იმედი, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ვერ გვექნება",- განაცხადა ბოკერიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი