პარლამენტის წევრები დღეს საჯაროდ აიცრებიან

06 May 2021 11:27

საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს, 6 მაისს საჯაროდ აიცრებიან. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას აკადემიკოს, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში 13:00 საათზე გაიკეთებენ.


შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვნენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.




კომენტარები:

ფართი შოპი