"მის მიერ სწორი, მასშტაბური პოლიტიკოსის სვლა იყო..." - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

06 May 2021 12:05

პარ­ტი­ის "კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი" ლი­დე­რი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ბო­ლო­ოდ პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს, თუმ­ცა არც იმას გა­მო­რი­ცხავს, რომ „ყვე­ლამ ერ­თად პარ­ლა­მეტ­ში არ­შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს და ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სხვაგ­ვა­რი მომ­ზა­დე­ბა მოხ­დეს“.


ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ კი­თხვა­ზე, ხომ არ შე­იც­ვა­ლა პო­ზი­ცია შარ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით და გა­უ­ა­რა თუ არა გაბ­რა­ზე­ბამ კო­ლე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩარ­კვი­ა­ნი ამ­ბობს, რომ „პი­რი­ქით“.


"ჩემი ღელ­ვა დამ­ტკიც­და. მთე­ლი რიგი ხარ­ვე­ზე­ბია და ბუნ­დო­ვა­ნე­ბით სავ­სე დო­კუ­მენ­ტია. დღეს რა მდგო­მა­რე­ო­ბაც მი­ვი­ღეთ, გახ­ლავთ პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ნიკა მე­ლია ცი­ხე­ში. ოპო­ზი­ცი­ამ იჩ­ქა­რა და დიდი შეც­დო­მა მო­უ­ვი­და. ეს ყვე­ლა­ზე რბი­ლი ნათ­ქვა­მია. უა­რესს ვფიქ­რობ გარ­კვე­ულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, უბ­რა­ლოდ არ ვამ­წვა­ვებ. შეც­დო­მა მო­უ­ვი­დათ, ამ შეც­დო­მას კი ისე­თი მავ­ნებ­ლუ­რი ოლი­გარ­ქი­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რო­გორც „ოც­ნე­ბაა“, რა თქმა უნდა, გა­მო­ი­ყე­ნებ­და და გა­მო­ი­ყე­ნეს“,- გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.


თაკო ჩარ­კვი­ა­ნი შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს კვლავ კრი­ტი­კუ­ლად აფა­სებს და "სა­ჭუ­რის დო­კუ­მენტს" უწო­დებს.


"პრე­ტენ­ზია არ მაქვს ბა­ტონ შარ მი­შელ­თან იმი­ტომ, რომ მე­დი­ა­ცი­ამ შე­ას­რუ­ლა თა­ვის როლი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღოთ ერ­თა­დო - მო­მი­ტე­ვეთ, მაგ­რამ ვინც ამ სა­ჭუ­რის დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მან უნდა აი­ღოს, ვერ ავი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ ოპო­ზი­ცი­ის ნაც­ვლად, ვინც პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცი­ხე­ში ჩა­ტო­ვა და ამ­ნის­ტი­ით გა­მო­დი­ან დამ­ნა­შე­ვე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.


ამას­თან, თაკო ჩარ­კვი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ სა­ა­აკშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სად­მი", რომ ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ. მისი გან­ცხა­დე­ბით, გა­მომ­დი­ნა­რე შეც­ვლი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან, სა­ა­კაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.


"მის მიერ სწო­რი, მას­შტა­ბუ­რი პო­ლი­ტი­კო­სის სვლა იყო მისი მე­ო­რე გან­ცხა­დე­ბა დო­კუ­მენტზე. ხე­ლის­მომ­წე­რებ­მა თა­ვი­ან­თი წინ­და­უ­ხე­და­ვი ნა­ბი­ჯით, ნა­ად­რე­ვი შეც­დო­მით ძა­ლი­ან აამ­ღვრი­ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ველი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­კაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და“,- გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.


რაც შე­ე­ხე­ბა „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვას მე­სა­მე ძა­ლის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე, ჩარ­კვი­ა­ნი აცხა­დებს, რომ უპ­რინ­ცი­პოდ მოქ­მე­დი ხელ­მომ­წერ­თა ჯგუ­ფი მე­სა­მე ძა­ლას ვერ შექ­მნის.


„მე­სა­მე ბლო­კი და­ერ­ქმე­ვა, მე­ცხრე თუ მე-17, ნე­ბის­მი­ერ მე­სა­მე ძალა იქ­ნე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რო­გორ და­ი­ნა­ხავს ხალ­ხი. დღე­ვან­დე­ლი გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი, ნა­ად­რე­ვად ხე­ლის­მომ­წე­რი, საკ­მა­ოდ უპ­რინ­ცი­პოდ მოქ­მე­დი ეს ხე­ლის­მომ­წერ­თა ჯგუ­ფი მე­სა­მე ძა­ლას ვე­რაფ­რით ვერ შექ­მნის, გა­მო­რი­ცხუ­ლია. მე­სა­მე ძა­ლის შექ­მნა შე­უძ­ლია მას, ვინც ბო­ლომ­დე ბრძო­ლა­ში იქ­ნე­ბა და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და რე­ფორ­მე­ბის მი­საღ­წე­ვად",- გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.




კომენტარები:

ფართი შოპი