ლოქდაუნები, ჩაკეტვები და მერე გახსნები არის დროებითი, კატათაგვობანას თამაში-შოთა ბურჯანაძე

06 May 2021 12:33

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია და თავად საჯაროდ აიცრება.ამის შესახებ ბურჯანაძემ, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს მთავრობის გუშინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა. 


“მისასალმებელია, თუ ადგილობრივებიც და ტურისტებიც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს იმ რეალობაში სადაც უნდა მიიღონ მომსახურება, ეს რა თქმა უნდა დადებითად იმოქმედებს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ეს სფერო დგას. 


ცალკე საკითხია, რამდენად მიიღებენ მომუშავე ადამიანები ამ ინიციატივას, ვაქცინასთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თუმცა მე მაინც იმედი მაქვს რომ დადებითად მიიღებენ. 


მე პირადად სამაგალითოდ ავიცრები, ვინაიდან მიმაჩნია, რომ სხვაგვარად ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება და ეს ლოქდაუნები, ჩაკეტვები და მერე გახსნები არის დროებითი და კატათაგვობანას თამაში. “ - განაცხადა ბურჯანაძემ. 




კომენტარები:

ფართი შოპი