ირმა ინაშვილი კობახიძეს და მდინარაძეს პოლიტიკურ ლაწირაკებს უწოდებს

03 May 2018 02:14

ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი:


_დღევანდელი სხდომის მთელი არქიტექტონიკა უკვე დაირღვა. ჯერ ერთი გაგვექცა მთელი მთავრობა, პრემიერის თამადობით. შემდეგ პრეზიდენტმა მოითხოვა დისკუსიაში ჩართვა და ეს არის ბუნებრივი. დებატი ნიშნავს დისკუსიას, თუ დებატი არ იქნებოდა მაშინ უნდა გვეთქვა, მონოტორულ რეჟიმში ვმართავთ ამ სხდომა. მე არ ვთვლი რომ პარლამენტის პრესტიჟი შებღალვის საკითხია, რომ პრეზიდენტს მივცეთ საშუალება პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვას, ეს არის ნორმალური. ეს არის პარლამენტის არსი რასაც დღეს კლავს კობახიძე, კლავს მდინარაძე, კლავენ ეს პოლიტიკური ლაწირაკები. პირდაპირ ამ ტერმინს გამოვიყენებ. დღევანდელი დღე იქნება სამაგალითო დღე როგორი პარლამენტი აღარ უნდა ჰყავდეს საქართველოს.


კომენტარები:

ფართი შოპი