"წაჩხურობა" მარტვილში - უშვილო წყვილები მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მიდიან

06 May 2021 15:04

დღეს, 6 მაისს მარტვილის სოფელ წაჩხურუში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში "წაჩხურობის" დღესასწაულს აღნიშნავენ. 

ტაძარში უშვილო წყვილები მიდიან და მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ისინი რამდენიმე კილომეტრს ეკლესიაში მისასვლელად ფეხშიშველები გადიან. 

"წაჩხურობაზე" მიდიან ის წყვილებიც, რომლებსაც შვილი უკვე შეეძინათ, მათ სიმბოლურად ხის პატარა აკვნები, თოჯინები და ყვავილები მიაქვთ. წყვილები ტაძარს ცხვარს სწირავენ. 

"მთავარი არხის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ტაძარში ხალხმრავლობაა და მოქალაქეებს შორის დისტანცია დაცული არაა.

საყურადღებოა ისიც, რომ დღეს "წაჩხურში" წირვას ახლად დანიშნული მოძღვარი აღავლენს, ადგილზე ექსესები არ ყოფილა. ტაძრის ძველი წინამძღვარი მეუფე დანიელი ორი თვის წინ მეუფე სტეფანემ გადააყენა, მსახურების უფლებაშეჩერებული მამები დღეს ახალ წინამძღვარს მშვიდობიანად შეხვდნენ, მათ ტაძარი სადღესასწაულოდ მორთული დაახვედრეს.

ავტორი: ემა გოგოხია.


მთავარი არხი 




კომენტარები:

ფართი შოპი