„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარტიის წევრები ხვდებიან. რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიგრიგობით მიდიან. ნიკა მელიას ამ წუთებში კობა ნაყოფია ხვდება.
მანამდე, ნიკა მელია ხატია დეკანოიძემ მოინახულა. დღესვე ნიკა მელიასთან შეხვედრას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაიაც გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ამნისტიის შესახებ კანონპროექტია, რასაც ნიკა მელია ეწინააღდმდეგება.