„ადამიანი, რომელიც რეალურ ცხოვრებაშიც ისაა, ვინც ეკრანიდან ჩანს“ - ჯულიანა ბარგნარმა ახალი იმიჯი მოირგო

06 May 2021 17:50

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ არაერთი სეზონის მონაწილე ჯულიანა ბარგნარი ბევრისთვის საყვარელი მოცეკვავეა. მისი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში ყოველთვის უამრავ კომენტარს იმსახურებს. ტელეეკრანზე გამოჩენის პირველ წლებში ხშირად ისმოდა კითხვები მის გვარსა და წარმომავლობასთან დაკავშირებით. ჯულიანა ეროვნებით ასურელია, თუმცა საქართველოში დაიბადა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა 6 წლსი ასაკში უკან დაბრუნდა და სამი წლის შემდეგ ცეკვაც დაიწყო.


უკვე ათ წელზე მეტია, რაც ჯულიანას პარტნიორი ოთო ფოლადაშვილია. ხშირად ხდება ხოლმე, როცა მეწყვილეებს ერთმანეთი უყვარდებათ და ჭორები ოთოსა და ჯულიანას რომანზეც არაერთხელ გავრცელებულა. 

ჯულიანა ამ ფაქტს ინტერვიუებში უარყოფს და ამბობს, რომ ის ყველა პარტიორთან მხოლოდ სპორტულ ურთიერთობას ინარჩუნებს.


ჯულიანამ რამდენიმე დღის წინ ფოტოები ახალი იმიჯით გამოაქვეყნა. მოცეკვავემ შეცვლილი თმის ფერისა და ვარცხნილობის გამო გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა: „ძალიან გიხდება“, „ჯულიანა, ეს ფერი უფრო გიხდება“, „ეს ფერი შენია“ - წერენ ჯულიანას გულშემატკივრები.



ჯულიანა ბარგნარს მეწყვილესთან, ოთო ფოლადაშვილთან ერთად საკუთარი ცეკვის სტუდია აქვს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სპორტული და სამეჯლისო ცეკვების შესწავლა.


მარაო




კომენტარები:

ფართი შოპი