ყველამ ერთად მოვახერხეთ აჭარის დაბრუნება დედა სამშობლოში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა - მიხეილ სააკაშვილი

06 May 2021 18:26

17 წელი აჭარის რევოლუციიდან - 2004 წლის 6 მაისს საზოგადოების მასშტაბური პროტესტი და აქციების ფონზე, აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე გადადგა. აბაშიძე მოსკოვში 6 მაისს გამთენიისას რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან იგორ ივანოვთან ერთად გაფრინდა. აბაშიძესთან ერთად აჭარა მისმა ვაჟმა, ბათუმის მერმა გიორგი აბაშიძემ და აჭარის უშიშროების მინისტრმა სოსო გოგიტიძემაც დატოვეს.

აჭარაში მოვლენები კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც აბაშიძის ბრძანებით ქაქუთის და ჩოლოქის ხიდები ააფეთქეს და რეგიონი დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციეს. აჭარის რევოლუციის იუბილეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-მიმართვით გამოეხმაურა.

"2004 წლის 6 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი დღე საქართველოს მრავალსაუკონოვან ისტორიაში. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და ზოგადად საქართველოს 2004 წლის მდგომარეობით ჰქონდა დაკარგული. იყო ცალკე იურისდიქცია, დარღვეული იყო საქართველოს კონსტიტუცია...  აჭარას მართავდა ბოლომდე სეპარატისტული, პრორუსული ჯგუფები, ჩვენ მოვახერხეთ აჭარის დაბრუნება დედასამშობლოში საქართველოში...მინდა ყველას მივულოცო გიორგობა და აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების დღე", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.


მთავარი არხი 





კომენტარები:

ფართი შოპი