ღალატი და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობის ფაქტები... - ცნობილი ქართველი წყვილები, რომლებიც სკანდალურად დაშორდნენ

06 May 2021 19:57

ცნო­ბი­ლი წყვი­ლე­ბის და­შო­რე­ბა ეს ისე­თი თე­მაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო კი მა­შინ ხდე­ბა, თუ წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბას სკან­და­ლე­ბი ახ­ლავს თან.


ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ბოლო წლე­ბია, რაც წყვი­ლე­ბი ღიად ლა­პა­რა­კო­ბენ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე, თან­ცხოვ­რე­ბი­სას გან­ცდილ ძა­ლა­დო­ბა­სა და იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც მათ ქორ­წი­ნე­ბის დროს შეხ­ვდათ.


წარ­მო­გიდ­გენთ ქარ­თველ წყვი­ლებს, რო­მელ­თა გან­ქორ­წი­ნე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მე­დია დღემ­დე წერს...


  • მიშა ან­დღუ­ლა­ძე და მარი უძი­ლა­უ­რი


იუ­მო­რის­ტი ათწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, ცოლს რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­შორ­და. თით­ქოს მათი გან­ქორ­წი­ნე­ბა ხმა­უ­რი­ა­ნი და სკან­და­ლე­ბით სავ­სე არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ არა მი­შას ინ­ტერ­ვიუ, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში. იუ­მო­რის­ტმა ღიად ილა­პა­რა­კა, რომ ცოლი ღა­ლა­ტობ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა თა­ვი­დან­ვე ჰქონ­დათ და­დე­ბუ­ლი, ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. სკან­და­ლი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ორი დღის წინ მე­დი­ა­ში იუ­მო­რის­ტის ძმი­სა და დე­დის ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც ისი­ნი ყვე­ბი­ან, მიშა თვი­თონ ღა­ლა­ტობ­და ცოლს. წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი - 12 წლის ვაჟი ჰყავს.



  • ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი და ბესო ზან­გუ­რი


ისი­ნი 11 წლის წინ და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი ერთი თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ შემ­დეგ, ბესო ზან­გუ­რი კი­დევ ორ­ჯერ იყო ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში, თუმ­ცა გა­და­ცე­მა­ში "ფა­რულ კონ­ვერ­ტი“ ნი­ნუ­ცამ წლე­ბის­წი­ნან­დელ ძა­ლა­დო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა - თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბო­და ფი­ზი­კუ­რად ქმა­რი მა­შინც კი, რო­დე­საც ორ­სუ­ლად იყო. წლე­ბის წინ ჩა­დი­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბა ზან­გურს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ აპა­ტია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ყაშ­ვილ­მა პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე მის­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, ზან­გუ­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ყვე­ლა რო­ლი­დან მოხ­სნეს.


  • ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და ეკა სამ­ხა­რა­ძე

წლე­ბის წინ ეკა სამ­ხა­რა­ძე "რუს­თა­ვი 2"-ზე დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე კი - ამა­ვე არხზე პრო­დი­უ­სე­რი. მათი "ლავ­სთო­რი" სწო­რედ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ი­წყო და ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. იმ­ჟა­მად ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის ან­გა­რიშ­ზე უკვე იყო ერთი ქორ­წი­ნე­ბა, რომ­ლი­და­ნაც ვაჟი ჰყავ­და. ეკას და ნოეს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ თუმ­ცა მალე "იმე­დის" არხზე გა­და­სუ­ლი ნოე, არა­ერთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ჭო­რე­ბი რომ სუ­ლა­ბე­რი­ძე სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ ქარ­თველ ქა­ლებ­თან იყო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მე­უღ­ლეს არ გა­მორ­ჩე­ნია და ეკა სამ­ხა­რა­ძემ ქორ­წი­ნე­ბა და­ას­რუ­ლა. ნოე მე­დი­ას­თან ჯი­უ­ტად ამ­ბობ­და, რომ წყვი­ლი ერ­თად ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებ­და, მაგ­რამ ეკა სამ­ხა­რა­ძის ინ­ტერ­ვი­უმ, რო­მელ­შიც ყო­ფი­ლი ქმრის გა­ტა­ცე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, სა­ბო­ლო­ოდ და­უს­ვა მათ ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბას წერ­ტი­ლი.



ნოემ, ეკას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა და წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს. ეკა სამ­ხა­რა­ძე კი წლე­ბია მო­ქან­და­კე ზუ­რაბ არა­ბი­ძე­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. არა­ბი­ძე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ხში­რად აწყობს გა­მო­ფე­ნებს.


  • ია ფა­რუ­ლა­ვა და ტა­რი­ელ სუ­ა­რი

მათი და­ქორ­წი­ნე­ბაც სკან­და­ლუ­რი იყო. ვიდ­რე ია ფა­რუ­ლა­ვამ ეკ­ლე­სი­ი­დან ჯვრის­წე­რის ფო­ტო­ე­ბი არ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მა­ნამ­დე ხალ­ხმა არ და­ი­ჯე­რა, რომ შოუ "ნი­ჭი­ერ­ში" სცე­ნა­ზე ხე­ლის თხოვ­ნის შემ­დეგ მუ­სი­კოს ტა­რი­ელ სუ­არს ია ფა­რუ­ლა­ვა ცო­ლო­ბა­ზე და­თან­ხმდა. ერ­თად ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბი­დან მალე ყვე­ლა­ფე­რი აი­რია.


მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა მუ­სი­კო­სი ქმა­რი კატა ზუ­ზის ფან­ჯრი­დან გა­დაგ­დე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მალე ია ფა­რუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ რი­გით მე­ო­თხე ქმარს და­შორ­და... მარ­თა­ლია, მას შემ­დეგ ია და ტა­რი­ე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თად აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ წყვი­ლი ისევ ერ­თად ცხოვ­რობს.


  • ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი

ნე­კას და ნი­კო­ლო­ზის გან­ქორ­წი­ნე­ბის დე­ტა­ლე­ბი იმ­დე­ნად ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რომ პან­დე­მი­ის დროს კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე­ე­ბიც კი გა­და­ფა­რა. ამ­ჟა­მად ყო­ფი­ლი ცოლი ჩოგ­ბურ­თელს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და საქ­მე ძი­ე­ბის პრო­ცეს­შია. მათ შო­რის ქო­ნებ­რი­ვი და­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.


ეს არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი საქ­მე ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბა­ში ამ­ხი­ლეს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს მა­ინც ჰგო­ნია, რომ სპორ­ტსმე­ნი შან­ტა­ჟის მსხვერ­პლია. წყვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა საქ­მე ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი შვილ­თან ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დუ­ბა­ის სტუმ­რობს, ჩოგ­ბურ­თელ­მა კი, სკან­და­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­ბის ფონ­ზე, არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.


  • ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე­ზე გა­თხო­ვე­ბა არა­ნაკ­ლებ შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ვიდ­რე გან­ქორ­წი­ნე­ბა. ნი­ნის ბე­ბია ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი იმ­ჟა­მად ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ნამ­დვილ ქარ­თველ ვაჟ­კაცს მიყ­ვე­ბო­და ცო­ლად. მი­უ­ხე­და­ვად ოჯა­ხის კმა­ყო­ფი­ლე­ბი­სა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მომ­ღერ­ლის ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე­ზე გა­თხო­ვე­ბა კრი­ტი­კის მი­ზე­ზი გახ­და. მომ­ღე­რა­ლი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლიც კი გახ­და, რო­დე­საც საქმრო და­უ­წუ­ნეს. სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა გან­ქორ­წი­ნე­ბაც. თბი­ლის­ში ნინი ორ­სუ­ლი დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ოჯა­ხი მა­ლავ­და რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და, ვიდ­რე ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის ინ­ტერ­ვიუ არ და­ი­ბეჭ­და, რო­მელ­შიც მა­მა­კა­ცი ნი­ნის ყო­ფი­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და და სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბებს უყე­ნებ­და.



ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი დღეს კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ, სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი კი ხში­რად სტუმ­რობს მა­მას მოს­კოვ­ში. უფრო მე­ტიც, ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს ინ­სტაგ­რამ­ზე ყვე­ლა ფო­ტოს "უგუ­ლა­ვას".

  • შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ნა­ნა­ძე

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა მე­ო­რე ქმარს და­შო­რე­ბის ამ­ბა­ვი "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­თი გა­ა­გე­ბი­ნა, რო­მელ­ზეც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში გან­ქორ­წი­ნე­ბის ფურ­ცლით იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა ნა­ნა­ძე-ბე­გაშ­ვი­ლის წყვი­ლის ქორ­წი­ლამ­დე მის­ვლაც მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, რად­გან ბიზ­ნეს­მენს ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი ჰყავ­და, რო­დე­საც შო­რე­ნა­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლი სექსსიმ­ბო­ლო მარ­ტო დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­სა­მე ოჯა­ხი თურ­ქეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ კა­ნო­ნი­ერ ქურდ ლაშა ბა­რა­თელ­თან შექ­მნა. მარ­თა­ლია, ამ ფაქტს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დიდ­ხანს უარ­ყოფ­და, თუმ­ცა პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თხელ ჩა­ა­კი­თხა უცხო­ეთ­ში საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს და სა­ერ­თო ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი

მათი წყვი­ლი ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც სკან­და­ლუ­რად და­ქორ­წინ­და. ორი სა­მე­ფო შტოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიზ­ნი­თა და მემ­კვიდ­რის შე­ძე­ნის, ანა და და­ვი­თი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნით აღ­ტკი­ნე­ბულ­მა ჯგუფ­მა და­ა­ქორ­წი­ნეს. პრო­ექ­ტი არ შედ­გა და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ვი­თი უზო­მოდ იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­ზე.


მემ­კვიდ­რე და­ი­ბა­და, მაგ­რამ სა­მე­ფო ოჯახ­მა ერ­თად დიდ­ხანს ვერ გაძ­ლო და გან­ქორ­წინ­დნენ. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რო­გორც პირ­ვე­ლო­ბა­ზე, ისე­ვე ძა­ლა­დო­ბა­სა და ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა­ზე ანა­სა და და­ვითს შო­რის დღემ­დე გრძელ­დე­ბა.


გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დგე, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ირი­ნა ბე­გაშ­ვი­ლია. "პრინ­ცი“ მე­ო­რე ცოლს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღარ უმა­ლავს და ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ირი­ნას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს.

  • ერეკ­ლე კო­დუა და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი


ნა­ნუ­კა­სი და ერეკ­ლეს "ლავ­სთო­რი" წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და. მა­შინ პო­პუ­ლა­რულ ჟურ­ნა­ლისტსა და კუ­დის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ, რად­გან კო­დუ­ას სახ­ლში ცოლი და 5 შვი­ლი ჰყავ­და. ნა­ნუ­კა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა კო­დუ­ამ ოჯა­ხი და­ტო­ვა და წყვილ­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის სახ­ლში და­ი­წყეს და შვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ.




არა­ვინ იცის და­ინ­გრე­ო­და თუ არა ოჯა­ხი, რომ არა პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ერეკ­ლეს კო­დუ­ას მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო და მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ევ­რო­პას შე­ა­ფა­რა თავი. თა­ვი­დან ნა­ნუ­კა ხში­რად ჩა­დი­ო­და ქმრის სა­ნა­ხა­ვად, თუმ­ცა ვი­ზი­ტე­ბი შე­წყდა და მას შემ­დეგ რაც მე­დი­ა­ში კო­დუ­ას ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ და­ი­წე­რა და ფო­ტო­ე­ბიც გა­მოქ­ვეყ­ნდა, ჟურ­ნა­ლის­ტმა არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა კო­დუ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.


ირაკ­ლი კო­დუ­ას მე­სა­მე მე­უღ­ლე უკვე დიდი ხა­ნია რაც კა­ტი­კა დი­დაა. წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად ატა­რებს დროს და ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­და­რე­ბულ ფო­ტო­ებს.

  • თიკა ჯამ­ბუ­რია და ბექა ხო­ფე­რია


ისი­ნი ბავ­შვო­ბი­დან იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, მათი მშობ­ლე­ბი კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გობ­რობ­დნენ. ბე­ქამ და თი­კამ ად­რე­ულ ასაკ­ში იქორ­წი­ნეს და შვი­ლის შე­ძე­ნი­დან ძა­ლი­ან მალე გან­ქორ­წინ­დნენ. თიკა ამ თე­მა­ზე ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობ­და, მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღი­ა­რა, რომ ბე­ქამ უღა­ლა­ტა, რაც არ აპა­ტია მომ­ღე­რალ­მა. ბე­ქას ამ­ჟა­მად მე­ო­რე მე­უღ­ლე ჰყავს, რო­მელ­თა­ნაც ორი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. თიკა კი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ ბე­ქას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ლა­გა და ის ბოლო დროს კარ­გი მამა გახ­და.

  • სა­ლო­მე ჭა­ჭუა და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე


სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­სა და გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის რო­მა­ნი წლებს ით­ვლი­და, რო­დე­საც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვალ­ვებ­ში" სა­ლო­მეს სა­კუ­თა­რი მე­წყვი­ლე გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე შე­უყ­ვარ­და. ამ­ბო­ბენ, რომ იმ­ჟა­მად სა­ლო­მე­სა და გი­გის შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე არე­უ­ლი იყო.


პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბი­დან მალე სა­ლო­მემ და გი­ორ­გიმ გრან­დი­ო­ზუ­ლად იქორ­წი­ნეს და ჯვა­რი და­ი­წე­რეს. გა­და­ვიდ­ნენ ცალ­კე სა­ცხოვ­რებ­ლად, თუმ­ცა ძა­ლი­ან მალე, რამ­დე­ნი­მე თვე­ში წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და. გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე მალე ასა­კით უფ­როს უცხო­ელ ქალ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ კი აქამ­დე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

  • გიგი უგუ­ლა­ვა და ლელა კი­ლა­ძე


ლელა კი­ლა­ძე სა­ბე­დის­წე­რო ქალი აღ­მოჩ­ნდა გიგი უგუ­ლა­ვას­თვის. ჯერ კი­დევ თბი­ლი­სის მერი იყო, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლელა კი­ლა­ძე­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უგუ­ლა­ვა ცოლს და­შორ­და. მათ მალე იქორ­წი­ნეს კი­დეც. ამ­ბობ­დნენ, რომ გიგი სი­გი­ჟემ­დე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქალ­ზე. ლე­ლას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი ჰყავ­და, მე­სა­მე კი - გი­გის­თან შე­ე­ძი­ნა.


პირ­ვე­ლად ლელა კი­ლა­ძი­სა და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის "ლავ­სთო­რის" შე­სა­ხებ მა­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც გი­გის კა­რი­ე­რუ­ლად არც თუ ისე კარ­გი პე­რი­ო­დი ჰქონ­და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ მისი საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში იხი­ლე­ბო­და. ლელა პრო­ცე­სებს ეს­წრე­ბო­და, და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში გა­და­ღე­ბუ­ლი გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი კად­რე­ბი მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და.


თუმ­ცა გი­გის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია რომ ლელა რე­ა­ლუ­რად გუ­კას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ჭო­რებს წერ­ტი­ლი გიგი უგუ­ლა­ვას წე­რილ­მა და­უს­ვა, რო­მელ­შიც ის მისი და ლე­ლას გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ წერ­და.

  • ლელა კი­ლა­ძე და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი

არა­ნაკ­ლებ სკან­და­ლუ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა ლე­ლა­სა და გუ­კას თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. ერთი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქალ­მა ქმარს უჩივ­ლა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­ნის დარ­ღვე­ვის გამო. გუკა და­ა­კა­ვეს და გლ­და­ნის იზო­ლა­ტორ­ში რამ­დე­ნი­მე თვე გა­ა­ტა­რა. სამი თვის წინ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. მარ­თა­ლია, წყვი­ლი ერ­თად აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ გუკა და ლელა ძვე­ლე­ბუ­რად ერ­თად ცხოვ­რო­ბენ.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი